სასტუმრო "ძველი ქალაქი" ბათუმის გამორჩეულ ადგილას, ისტორიული ბათუმის შუაგულში სანაპირო ზოლიდან 900 მეტრში მდებარეობს. აქვე ფუნქციონირებს ბუნგალოები, კაფე–ბარები, რესტორნების ქსელი, ატრაქციონები, აკვაპარკი, დელფინარიუმი, ცნობილი ძველი და ახალი ბულვარები. გამორჩეულ არქიტექტურასა და დახვეწილ დიზაინთან ერთად, თითოეულ ოთახს დამატებით უპირატესობას უმშვენიერესი ხედი სძენს. კომფორტული ოთახები, ბარი და ტერასა საუცხოო ხედით ბათუმზე საოცნებო დასვენებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.